რუსთაველი სპორტსმენების წარმატება კრივში

რუსთაველი სპორტსმენების წარმატება კრივში.

რუსთაველმა მოკრივეებმა საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კრივში, 5 წონით კატეგორიაში იასპარეზეს და ქალაქში მოწინავე ადგილებით  და მედლებით დაბრუნდნენ. ლუკა კუბლაშვილმა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 52 წონით კატეგორიაში სამი ბრძოლა გამართა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. საქართველოს პრიზიორები გახდნენ  81 წონით კატეგორიაში დავით სენდერაძე და 75 წონით კატეგორიაში ლაშა კურტანიძე.

ახლა სპორტსმენები ევროასპარეზზე გასასვლელად  აქტიურად ემზადებიან.