რუსთავის მერიაში წითელას პრევენციის შესახებ შეხვედრა გაიმართა

რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში წითელას პრევენციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა, დავით ბეგაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და რუსთავის სამსახურების და აიპების ხელმძღვანელებს მთავრობის დადგენილება გააცნო და წითელას ეპიდემიის წინააღმდეგ აცრების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა. შეხვედრას იმ სამსახურების და დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ,რომლებმაც საინფორმაციო კამპანიის გავრცელებას უნდა შეუწყონ ხელი. შეხვედრა რისკჯგუფებთან წითელას ეპიდემიის პრევენციის მიზნით გაიმართა. როგორც შეხვედრის ფარგლებში გაირკვა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი, სხვადასხვა დაწესებულებებში საინფორმაციო ბუკლეტების გარვცელებასაც უზრუნველყოფს, სადაც მითითებული იქნება ის ძირითადი ინფორმაციები,რაც საზოგადოებას წითელას ეპიდემიისგან დაიცავს.