რუსთავის მერი დღეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილებების სამმართველოს უფროსს შეხვდა.
შეხვედრაზე, რუსთავში ველო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იმსჯელეს. კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის და მერების შეთანხმების ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება- ,,ჯი აი ზეტ“-ი 130 ათასი ევროს ღირებულების პროექტის განხორციელებას გეგმავს.
პროექტის ფარგლებში, კვლევა,საქართველოს ოთხ ქალაქში, მათ შორის რუსთავშიც ჩატარდა. შემდგომ ეტაპზე, კონკრეტული პროექტიც მომზადდება, რომელიც რუსთავში ველო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ირაკლი ტაბაღუამ სტუმრებს კულტურისა დასვენების პარკში მოწყობილი ველობილიკები დაათვალიერებინა და ველო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზოგადად, ველოსპორტის პოპულარიზაციის კუთხით, რუსთავში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია. ,,ჯი აი ზეტის წარმომადგენლები ქალაქის მერთან ერთად, დღეს რუსთაველ ველომოყვარულებს და ადგილობრივ მეწარმეებსაც შეხვდნენ.