ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა,რუსთაველ სტუდენტებთან ერთად ქალაქიდან თბილისში მატარებლით გადაადგილდება.ქალაქის მერმა, დღეს დილიდან,დედაქალაქის მიმართულებით ალტერნატიული ტრანსპორტი მოსინჯა. ქალაქის პირველი პირის თქმით,მატარებელი ,შესაძლოა,რუსთაველებისთვის ალტერნატიული ტრანსპორტი გახდეს. ამისთვის რუსთავის მერია მგზავრთა ნაკადის გადაყვანას მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ უზრუნველყოფს.ქალაქის პირველი პირი მგზავრთა ნაკადითაც დაინტერესდა და შესაძლო ნაბიჯებზე იმსჯელა. ქალაქის მერის ინიციატივის, ერთ-ერთი მოტივია, ალტერნატიული სარკინიგზო ტრანსპორტით შემცირდეს,საავტომობილო გზების გადატვირთვა, როგორც რუსთავიდან თბილისის მიმართულებით ,ასევე დედაქალაქში,ხელი შეუწყოს ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას და მხარი დაუჭიროს მთავრობის ინიციატივას, რომელიც შემოვლითი რკინიგზის მშენებლობას ეხებოდა. რუსთავიდან დედაქალაქის მიმართლებით ელექტრომატარებელი 08:30 საათზე გადის, უკან კი 18:55-ზე ბრუნდება