რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, ის ღუმელი აამუშავეს, რომლის გაჩერებაც დეკემბერში მოხდა. ფოლადსადნობი ელექტროღმელის გაჩერებას და წარმოების შეზღუდვას გასული წლის ბოლოს 400 თანამშრომლის იძულებით შვებულებაში გაშვება მოყვა. ქრონიკას ქარხანაში დაუდასტურეს , რომ საწარმომ ღუმელ აამუშავა და დასაქმებულებიც სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. ღუმელის ამუშავების შესახებ შეტყობინება გაუგზავნეს ქარხნის ქვეკონტრაქტორ კომპანიებსაც. შეგახსნეებთ, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ წარმოება გასული წლის დეკენბერში შეზღუდა, საწარმოში სიმძლავრეების შეზღუდვის მიზეზად ირანიდან დემპინგურ ფასად შემოსული არმატურა და ლითონი სახელდებოდა. პრობლემასთან დაკავშრებით მუშაობდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, მოლაპარაკებებში ჩართული იყო რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე. საწარმოს ხელმძღვანელობა გადაყწვეტილებასთან დაკავშრებით კომენტარს ხვალ გააკეთებს