რუსთაველები ალტერნატიული ტრანსპორტის ძიების პროცესში არიან. სოციალურ ქსელში მოქალაქე ნოდარ ლაფანაშვილი აქვეყნებს პოსტს და ფოტო მასალას სადაც ჩანს რომ რუსთავის რკინიგზაზე მოაქალაქეთა რაოდენობა გაზრდილია.
,,გარდაბანი-რუსთავი-თბილისი!!! 2019 წელს პირველად ვმგზავრობ და მინდა აღვნიშნო, რომ რკინიგზის სადგურზე 100-ზე მეტი ადამიანი ელოდებოდა მატარებელს, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან შარშან ამის მეოთხედიც არ ელოდებოდა ხოლმე!!!”- წერს ლაფანაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, სამგზავრო მატარებელი გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან რუსთავის გავლით დედაქალაქში დილის საათებში გადაადგილდება და საღამოს გარდაბანში ბრუნდება. მატარებლის ბილეთის ღირებულება 0.50 თეთრია.