რუსთავის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსს მიხეილ თათარაძეს და მის მოადგილეს თანამდებობრივი სარგო გაეზრდებათ.
სამსახურის ორივე მაღალჩინოსანის სახელფასო ანაზღაურებაზე ბიუჯეტიდან დამატებით 500 ლარი გამოიყოფა. საკითხს დღეს საკრებულოს სხდომაზე უყარეს კენჭი. გაზრდილი ხელფსების პირობებში სამსახურის უფროსის შრომითი სარგო 2600 ლარი გახდება, მისი მოადგილე კი ხელფასის სახით 2000 ლარს მიიღებს.