რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი მოწმის ირაკლი თედორაძის დაკითხვა მიმდინარეობს. ირაკლი თედორაძე გამოძიებამ 16 იანვარს, განმეორებით კი 7 აგვისტოს დაკითხა. მეორედ დაკითხვისას ირაკლი თედორაძემ ჩვენება შეცვალა და აღნიშნა, რომ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის დღეს და დროს, ადმინისტრაციის შენობასთან სწორედ გიორგი ჭანტურია ნახა.
ჭანტურიას ადვოკატის ბექა ბასილაიას კითხვაზე, რატომ შეცვალა ჩვენება მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ირაკლი თედორაძემ აღნიშნა, რომ არ უნდოდა ვინმესთვის უსაფუძვლოდ რაიმე დაებრალებინა და მხოლოდ სატელევიზიო მასალების ნახვის შემდეგ აღიდგინა დეტალურად იმ დღის მოვლენები.
გენერალი სამსონ ქუთათელაძე 2018 წლის 15 იანვარს საღამოს, “სტამბოლის ბაზრის” ტერიტორიაზე, საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი ნახეს. სამსონ ქუთათელაძის მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, პროკურატურამ გიორგი ჭანტურია 2018 წლის აგვისტოში დააკავა