რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში, დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში, გუშინ გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

ხალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის მკურნალობას კლინიკა ,,რუსთავში” გადის.როგორც ცნობილია, მამაკაცი ბარძაყის არეში იყო დაჭრილი, შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რას ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.