რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა , მათ შორის ერთი არასრულწლოვანი

რუსთავში,მე-17 მიკრორაიონში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა ,მათ შორის ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია მიიღო 10 წლის ბავშვმა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოზარდი რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა . როგორც tv4-ს რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს , პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი პროცედურები უტარდება .
შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა , პირველედი ინფორმაციით , ინტოქსიკაციის მიზეზი
ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაზდანადგარი გახდა.