რუსთავში მეგობრობის გამზირზე ტერიტორია დატბორილია (+ფოტო)

რუსთავში მეგობრობის გამზირზე, #41 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია დატბორილია. ამის მიზეზი კომპანია „რუსთავის წყალის“ კუთვნილებაში არსებული მილსადენის დაზიანება გახდა. კომპანია „რუსთავის წყალის“ ინფორმაციით, დაზიანდა 500 მილიმეტრიანი მილსადენი.

ამ დროისთვის ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული, მოხდება წყლის გადაკეტვა, რის შემდეგაც აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.