რუსთავში ანტივირუსული ვაქცინის დამატებითი მარაგი შემოვიდა.
ანტივირუსული ვაქცინის 3000 დოზა, რომელიც სახელმწიფომ დამატებით შეიძინა, მხოლოდ ორსულებისთვის იქნება განკუთვნილი.
ამ ეტაპზე რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 120 დოზა გადაეცა , რომელიც ჯანდაცვის დაწესებულებებში გადანაწილდება და იმუნიზაციით სარგებლობას ორსულები ხვალიდან შეძლებენ .
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის , ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი აღნიშნავს ახალი ვაქცინა ფრანგული წარმოებისას და ორსულებისთვის იმუნიზაცია სრულიად უსაფრთხოა. ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, უწყებამ დამატებით 5000 დოზა ვაქცინაც შეუკვეთა, რომელიც საქართველოში ჯერ არ შემოსულა.