ქურდობის ფაქტი რუსთავში. მე–16 მკ/რ–ში უცნობმა პირმა საცხოვრებელი ბინა გაქურდა. ტვ4–ის ინფორმაციით, წაღებულია ძვირფასეულობა, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები. ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.