რუსთავში პირველი დროებითი სოციალური საცხოვრისის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. სამუშაოები დღეს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დაათვალიერა და ხარისხით დაინტერესდა. რუსთავის მერის თქმით, იგეგმება შენობის მიმდებარე ტერიტორიისა და ეზოს კეთილმოწყობაც, რის შემდეგაც საცხოვრებელში ბინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობა მიიღებს. მისივე თქმით, ბინების გადაცემის პროცედურ გამჭვირვალე და ღია იქნება, შეიქმნება სპეციალური კომისია,რომელიც ბინების მსურველთა განცხადებების საფუძველზე დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით იმ ოჯახებს შეარჩევს, რომელთაც საცხოვრებლით დაკმაყოფილების საჭიროება ყველაზე მეტად აქვთ.
კორპუსის მშენებლობაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება და მას ინფრასტრუქტურის სამინისტრო აფინანსებს.არსებული ინფორმაციით სოციალურ საცხოვრისში 54 -მდე ოჯახი იცხოვრებს.
მთავარი კრიტერიუმი სოციალური მდგომარეობის სტატუსის გარდა რუსთავში ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი იქნება.