რუსთავში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

რუსთავში ტექნიკის მაღაზია „ალტა ოქეი“ გაქურდეს.

ჩამტვრეულია ცენტრალური კარის მინა, საიდანაც დამნაშავეებმა შენობაში შეღწევა მოახერხეს.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია ძვირადღირებული ტელეფონები და პლანშეტები.

შენობა აყვანილი იყო დაცვის სისტემაზე და დამონტაჟებული იყო სათვალთვალო ვიდეოკამერა.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაამთავრეს.