თბილისში, სავარაუდოდ, “ღორის გრიპის” ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდას ბაქტერიული ინფექცია ჰქონდა, თუმცა ლაბორატორიული ანალიზი H1N1 ვირუსზეც ჩატარდება. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი შესაბამისი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.