რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულებებში თავისუფალი დასწრება 21 იანვრამდე გამოცხადდა.
თავისუფალი დასწრების რეჟიმი ბაღებში 14 იანვრამდე იყო გამოცხადებული,მშობლების მოთხოვნით საპატიო არები ბაღებში 21 იანვრამდე გაგრძელდება. გარდა თავისუფალი დასწრების რეჟიმისა ,21 იანვრიდან აღსაზრდელებს 7 გაცდენა საპატიოდ ჩაეთვლებათ.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის,ეკა ხუციშვილის განმარტებით, ბაღებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და სურვილის შემთხვევაში მშობლებს პატარების ბაღებში მიყვანა უპრობლემოდ შეუძლიათ. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ფილიალებში აღსაზრდელების დასწრება საშუალოა.