დანიაში სარკინიგზო ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 16. უბედური შემთხვევა „გრეით ბელთის“ ხიდზე moxda . სარკინიგზო ავარია ორი კუნძულის, სილანისა და ფუნის დამაკავშირებელ ხიდზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მატარებელში 131 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იყო.მგზავრები მატარებლიდან უკვე გამოიყვანეს.
ინციდენტის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, სატვირთო მატარებელზე არსებული ობიექტი კოპენჰაგენში მიმავალ სამგზავრო ვაგონს ძლიერი შტორმისას შეეჯახა.