დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის გავრცელების მასშტაბები მცირდება.
ცენტრის ინფორმაციით, ასი ათას მოსახლეზე ვირუსის 249 შემთხვევა ფიქსირდება, გასულ კვირას კი ეს მაჩვენებელი 251 ინფიცირებული იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თქმით, ამ სეზონზე, ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი გასული წლის ბოლო კვირაში დაფიქსირდა – 100 ათას მოსახლეზე 276 შემთხვევა. მიმდინარე წლის იანვრის პირველი ოთხი კვირის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი იკლებს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში H1N1 ვირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში გრიპის ვირუსის ვაქცინის ახალი პარტია უკვე შემოსულია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი გრიპის ვაქცინის დამატებითი დოზები განკუთვნილია მხოლოდ ორსულებისთვის. აცრის ჩატარება შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში