საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, 14:29 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ამბროლაურთან ორ კილომეტრში, სოფელ წესთან, 13 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდას შეადგენდა.

ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება .