სახელმწიფოს მიერ შემოტანილი გრიპის ვაქცინის 41 000 დოზა ამოიწურა

სახელმწიფოს მიერ შემოტანილი გრიპის ვაქცინის 41 000 დოზა ამოიწურა.

გრიპის ვაქცინის მარაგი ამოწურულია რუსთავშიც.  როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი, დავით ბეგაშვილი განმარტავს სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინის დამატებითი რაოდენობა სავარაუდოდ მომავალი კვირიდან შემოვა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის სეზონის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ძირითადად, გრიპის სეზონის დაწყებამდე კეთდება, თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ის ასევე შეიძლება გრიპის სეზონის დროს გაკეთდეს. ცენტრის ინფორმაციით, ყოველწლიურად ვაქცინის რაოდენობა იზრდება და შარშან მათი რაოდენობა გაორმაგდა და დოზა 20 ათასიდან 41 ათასამდე გაიზარდა.