2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება, – ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე განაცხადა.
სოფო გორგოძის თქმით, ძირითადი ცვლილებები 2020 წელს ამოქმედდება. მანამდე კი, კერძოდ, 2019 წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს შენარჩუნდება მეთორმეტე კლასელებისათვის.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილება განათლების სისტემაში სკოლის როლის გაძლიერებას ემსახურება.