სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც პროგრამის განხორციელება რეგიონებში უნდა უზრუნველყონ, პირველი ვიდეოკონფერენცია გაიმართა.

ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობა სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა და სხვადასხვა რეგიონის გუბერნიებში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს.შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით მოქმედებს. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ სოფელი შეთანხმებას დასაფინანსებელ პროექტებზე ვერ მოახერხებს, პროგრამით გათვალისწინებული თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში ბრუნდება და რეგიონის საჭიროებებს მოხმარდება.„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მუნიციპალიტეტებში 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. სოფლის კრებები თებერვლის ბოლომდე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.