სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ბოლნისის სამ სოფელში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გაიმართა.

სოფლების, სამტრედოს, რაჭისუბანისა და დისველის მაცხოვრებლებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით ირჩევა. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფელ სამტრედოში მოსახლეობის თავშეყრის ადგილი მოეწყობა, რაჭისუბანში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სარწყავი წყლის სისტემებს, სოფელ დისველში კი მინი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა განხორციელდება.