სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დეკემბერში ქვვემო ქართლში ოთხი ბიზნეს ოპერატორი დააჯარიმა. სურსათის ეროვნული სააგენტოს, ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა გასულ თვეში, 101 სახელმწიფო კონტროლი ჩაატარეს. გეგმიური ინსპექტირება რეგიონში არსებულ ხორცის საწარმოებსა და სურსართის მაღაზიებში მიმდინარეობდა. თანამშრომლების მიერ აღებულ იქნა ნიმუშები, რომელიც ლაბორატორიული შემოწმებისთვის გადაიგზავნა. მონიტორინგის დროს სააგენტოს თანამშრომლებმა კვების ობიქტებში ვადაგასული პროდუქსიის, ეკიტეკრირების წესების დარღვევის, არასათანადო შენახვისა და ჰიგიენურ–სანიტარული ნორმების დარღვევისთვის ოთხი საჯარიმო სანქცია გაატარეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელის , მირანგულა ლიპარტელიანის თქმით , ობიექტების ინსპექტირებისას ნორმებთან კრიტიკულ შეუსაბამობას ადგილი არ ჰქონია .