რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ტარიფის დამდგენი კომისიის მუშაობის დროს ხარვეზები და გადაცდომები გამოიკვეთა.ამის შესახებ რუსთავის მერმა ბრიფინგზე განაცხადა.
რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას თქმით, კომისიის მიერ გუშინწინ დაიწყო მგზავრთა ნაკადის შესწავლა და აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ პერიოდში მოხდა მიმართულებების დარღვევა და მიკროავტობუსების გაცილებით მეტი რაოდენობა გადაადგილდებოდა დედაქალაქის მიმართულებით ვიდრე ეს ჩვეულებრივ დღეებში ხდებოდა. ირაკლი ტაბაღუას განმარტებით არ არის გამორიცხული, რომ საკითხით დაინტერესებისთვის სამართალდამცველ უწყებებს მიმართოს, რადგან აღნიშნული ქმედებები მიზანმიმართულად კომისიის საქმიანობას აფერხებს და ჭიანურდება მგზავრთა ნაკადის დათვლის და რეალური ტარიფის დადგენის პროცესი.
კომპანია ინტერტრანსში კი აცხადებენ, რომ პარალელურად მგზავრთა ნაკადს ითვლის კომპანია და ტარიფის დამდგენი კომისიის მიერ დადებული მონაცემების მიხედვით ცდომილება 50-მდე ავტომობილი შეიძლება ჩაითვალოს.