ქაშვეთის ეკლესიაში ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის პანაშვიდი მიმდინარეობს

ქაშვეთის ეკლესიაში ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის პანაშვიდი მიმდინარეობს. სამძიმარზე ლევან ჩხაიძის ახლობლები, მეგობრები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები მივიდნენ.

ჟურნალისტს ქაშვეთის ეკლესიიდან დღეს 15:00 საათზე გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში 21 იანვარს გარდაიცვალა.

ფოტო: 1tv.ge