ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოვლინდა

ავტომანქანები დაილუქა, საქმის მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხე–ტყის უკანონო ტტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბოლნისში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე ჯამში 24 მ3 სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი აღმოაჩინეს. მძღოლებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს.

ავტომანქანები დაილუქა, საქმის მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.