შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები-ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობაზე(+ვიდეო)

ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეო-კადრები TV4-ის სათვალთვალო კამერებიდან. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მეგობრობის გამზირზე.

Tv4-ის ექსკლუზიურ კადრებში ჩანს თუ რა სისწრაფით გადაადგილდება მსუბუქი ავტომობილი. კადრებში ჩანს,რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
შემთხვევის დროს ავტომობილში ხუთი გოგო იმყოფებოდა. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.