rუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. დაკარგულად ითვლება 4 ადამიანი- ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
შეგახსენებთ, 31 დეკემბერს ქალაქ მაგნიტოგორკის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. დაღუპულთა შორის 6 ბავშვია. წინასწარი ვერსიით, აფეთქება 10- სართულიან შენობაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შედეგადაც შენობის ერთ ნაწილი ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის ადგილას სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.ჯერ კიევ არსებობს შენობის დარჩენილი ნაწილის ჩამონგრევის საშიშროება .