რაჭაში შოვში დაკარგულ 24 წლის რუთაველ მამაკაცს მეცხრე დღეა ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
კაცის გაუჩინარების შესახებ სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. შოვში გამართული “თოვლის ფესტივალის” ორგანიზატორის, მალხაზ მეტრეველის თქმით, ბოლოს დაკარგული ფესტივალის ტერიტორიაზე 12 იანვარს ნახეს, მას შემდეგ კი მისი კვალი იკარგება.