ცვლილებები საფეხბურთო კლუბ “სიონში”

გიორგი დათუნაიშვილი გურამ მინდორაშვილი და ალექსანდრე გურეშიძე ბოლნისის სიონში აღარ ითამაშებენ.საფეხბურთო  კლუბსა და ფეხბურთელებს შორის კონტრაქტი დეკემბერში ამოიწურა. მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს.

საფეხბურთო კლუბი ბოლნისის სიონი ახალი სეზონისთვის ემზადება . კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს – მცველმა გულვერდ თომაშვილმა, ნახევარმცველმა ლევან ხმალაძემ და  თავდამსხმელმა ჯაბა უგულავამ.ასევე შეთანხმება მიღწეულია თორნიკე ზარქუასთან, ზვიად სიხარულიასთან და ლაშა ლეჟავასთან.