9 იანვარს საქართველოს მთიან რეგიონებში ძლიერი თოვლია მოსალოდნელი. ზღვაზე კი, 4-5-ბალიანი შტორმი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 იანვარს საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვლი,ზოგგან ნისლი და ქარბუქი.
ასევე ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მთიან ზონებში ზვავის ფორმირება და მეწყრული პროცესები გამოიწვიოს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.