ძლიერმა ქარმა დმანისში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა

სტიქია დმანისში. ძლიერმა ქარმა ქალაქ დმანისში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახდა. განსაკუთრებით დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი, რომლებსაც ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა. ასევე დაზარალდნენ კერძო საცხოვრებელი სახლების მეპატრონეებიც.

დმანისის მერის თქმით, ამ დროისთვის ზარალის აღწერა მიმდინარეობს. სტიქიის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოებიც დაიწყო. შეიქმნება სპეციალური კომისიაც, რომელიც ზარალს დაითვლის და მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი სახლების გადახურვას უზრუნველყოფს.

დმანისში არსებულ ვითარებას  დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი გაეცნობა.