რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა თეატრალებს პროფესიულ დღეს ულოცავს. მილოცვას რუსთავის მერი სოციალურ ქსელში, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.
“მინდა ჩემი დიდი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო რუსთავის თეატრალური დასის წინაშე და ქართული თეატრის დღე მივულოცო მათ, ადამიანებს, რომელთაც ათეულობით წელია თავიანთი წვლილი შეაქვთ ქართული თეატრის განვითარებაში და ქმნიან შთაბეჭდილებებით აღსავსე წარმოდგენებს.
მეამაყება, რომ ჩვენი თეატრი ატარებს დიდი ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის სახელს და მის კედლებში სხვადასხვა დროს უამრავი ცნობილი ქართველი მსახიობი ქმნიდა დაუვიწყარ პერსონაჟებს. ტრადიცია გრძელდება და დღეს უკვე ახალგაზრდა და ენერგიული რეჟისორის, სოსო ნემსაძის ხელმძღვანელობით დარბაზში აპლოდისმენტები არ წყდება. მადლობა მას და მის დასს კიდევ ერთხელ, წინსვლა, წარმატებები და კმაყოფილი მაყურებლით სავსე დარბაზი მინდა ვუსურვო, არამხოლოდ ჩვენს ქალაქში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.”–წერს ირაკლი ტაბაღუა