ჭყონდიდელის დასახლებაში მუნიციპალიტეტის სერვისცენტრის მშენებლობა დასრულდა

ჭყონდიდელის დასახლებაში მუნიციპალიტეტის სერვისცენტრის მშენებლობა დასრულდა.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, ჭყონდიდელის მაჟორიტარი დეპუტატის  დავით რეხვიაშვილის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტი დამკვეთს უკვე ჩაბარდა. შენობაში  ინვენტარის ნაწილი უკვე განთავსდა, შესაბამისი ავეჯისა და კომპიუტერული სისტემის სრულად მონტაჟის შემდეგ სერვისცენტრი გაიხსნება. 

მუნიციპალიტეტის ცენტრის მშენებლობა კომპანია „გლობალ სერვის „–მა უზრუნველყო. ადგილზე მოსახლეობას მუნიციპალური სერვისების მიღების გარდა, შესაძლებლობა ექნება ბიბლიოთეკით და საბანკო მომსახურებითაც ისარგებლოს. პროექტი მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. გარდა ამისა მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება  სკვერის მოწყობაც.