ხანძარი გაჩნდა მე-19 მიკრორაიონის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე. ცეცხლი მიწის ნაკვეთზე არსებულ ნაგებობას გაუჩნდა. ადგილზე მუშაობდა ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ , მიწის ნაკვეთის მეპატრონე კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. tv4-ის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.