14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
ამასთან დაკავშირებით რუსთავის მერიის შენობაზე სახელმწიფო დროშა გადმოფინეს.

ჰერალდიკის საბჭომ მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით, საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა. ჰერალდიკის საბჭო არასაჯარო დაწესებულებებს სახელმწიფო დროშის აღმართვისა და გამოფენის წესს სთავაზობს, რომელიც საბჭოს ვებგვერდზეა განთავსებული. აღნიშნული წესების დაცვა მოქალაქეების მხრიდან სასურველია, თუმცა არა სავალდებულო. შეგახსენებთ რომ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.