2019 წლის პირველი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება მთელი ავტოპარკისთვის სავალდებულო გახდა. შემოწმება იმ მსუბუქმა ავტომობილებმაც უნდა გაიარონ,რომლის ძრავის მოცულობაც 3 ათას კუბურ სანტიმეტრზე ნაკლებია. ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მფლობელებს ეტაპობრივად შეეხება და ეს ავტომობილის რეგისტრაციის თარიღზეა დამოკიდებული. როგორ ხვდებიან მძღოლები ცვლილებას და დაიწყეს თუ არა მძღოლებმა ავტომობილების შემოწმება რუსთავში – გვანცა სანაია და დავით ბადაგაძე მუშაობდნენ თემაზე