ფოთში, აღმაშენებლის ხიდის მოაჯირიდან 16 წლის მოზარდი მდინარე რიონში გადავარდა. თვითმხილველის ინფორმაცით, იგი ორ მეგობართან ერთად სახლში მიდიოდა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები.
ამ დროისთვის რიონში სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.