2018 წელს ქვემო ქართლში საწარმოო პროცესი 40 კვების ობიექტს შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონში გასულ წელს 2222 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა . ინსპექტირებისას შედგა 175 სამართალდარღვევის ოქმი. ლაბორატორიული კვლევისთვის სააგენტოს თანამშრომლებმა 502 სურსათის ნიმუში აიღეს , მათ შორის სასმელი წყლის ნიმუშებიც. ვეტერინალური კუთხით ექსპორტზე გამავალ პროდუქტზე 1475 ვეტერინალური სერთიფიკატი გაიცა, ხოლო წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვს სხვადასხვა სახის ვაქცინაცია ჩაუტარდა. როგორია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგებზე და რა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით ვრცლად მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ნახავთ.