სპეციალისტები ამბობენ, რომ ხვალ „მთვარის დაბნელებაა“ მოსალოდნელი. მთვარის დაბნელება ასტრონომიული მოვლენაა, როდესაც მთვარე შედის დედამიწის ჩრდილის კონუსში. ამის შესახებ BBC წერს.
დედამიწის ჩრდილის დიამეტრი 363 000 კმ-ია (მთვარის მინიმალური დაშორება დედამიწიდან) და მთავრის დიამეტრზე სამჯერ დიდია, ამიტომ მთვარე შეიძლება იყოს მთლიანად დაბნელებული.
მთვარეზე დაკვირვება ყველაზე უკეთ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის მცხოვრებლებს შეეძლებათ.
21 იანვარს , მთვარის დაბნელება, ,,სუპერ მთვარე,, 02:35 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 06:35 საათზე) და 07:49 საათზე დასრულდება (თბილისის დროით 11:49 საათზე). ხოლო მთვარე “წითლად” 05:12 საათზე, თბილისის დროით 09:12 საათზე გადაიქცევა.
მთვარის მომდევნო დაბნელება 2029 წელსაა მოსალოდნელი.









