CO-თი ინტოქსიკაცია რუსთავში

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა.CO-თი ინტოქსიკაცია
5 წლის გოგონამ და ორმა ქალმა მიიღეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
5 წლის ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადიყვანა. მოზრდილების ჰოსპიტალიზაცია კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოხდა.