H1N1 ვირუსით 28 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
ბიჭი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმაში მცხოვრები 28 წლის ვ.ბ -ია.
ის ქუთაისის საავადმყოფოში გუშინ გვიან ღამით გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის მამა, გია ბერძენიშვილის თქმით, ახალგაზრდა ქუთაისის კლინიკაში აპარატზე ერთი კვირის განმავლობაში იყო შეერთებული, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
“როგორც კი შეუძლოდ გახდა წავიყვანეთ ქუთაისში. ყურადღება არავის დაუკლია, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ერთი კვირის განმავლობაში, აპარატზე იყო შეერთებული”- ამბობს გარდაცვლილის მამა “.
წყარო: “გურია ნიუსი”