ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული შუა ხნის მამაკაცი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა.
შემთხვევა სავარაუდოდ გუშინ მოხდა. გარდაცვალების მიზეზად ვირუსის არსებობა უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით, ლაბორატორიულად დამტკიცებული H1N1 -ით გარდაცვალების 17 შემთხვევაა დაფიქსირებული.