ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.

შემთხვევა ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივიების თქმით, გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, შვიდივე გარდაცვლილი ერთ-ერთი ბანკის მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყვნენ.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საავარიო სამსახური, სამაშველო ბრიგადები და სამართლადამცავები არიან მობილიზებულნი.