საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, ახალი გამოწვევებისა და მომავალი განვითარების პერსპექტივები-ბრიტანული ჟურნალის ტჰე ეკონომისტ-ის წლიური გამოცემის ,,მსოფლიო 2019“-ის ეგიდით თბილისში ეკონომიკური კონფერენცია ,,საქართველო და მსოფლიო 2019“-ის მეორე ნაწილი შედგა.
ფორუმს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე იმყოფებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი.
ღონისძების ფარგლებში მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, მთავრობის მიერ განსახორციელებელი რეფორმების შესახებ ისაუბრეს . მთავრობის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, საზოგადოებას არსებული გამოწვევების და მომავალი განვითარების პერსპექტივების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. რეგიონებსა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებსა და არსებულ გამოწვევებზე პრეზენტაციის ფარგლებში, საუბარი შეეხო ქვემო ქართლის რეგიონსაც.
მთავრობის წარმომადგენლებმა რეგიონის გარკვეულ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტებსა და ამ კუთხით ტურიზმის განვითარების პოტენციალზე იმსჯელეს. კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.