რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა რუსთაველ სტუდენტებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად რუსთავიდან თბილისში მატარებლით იმგზავრებს.
რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით ყოველდღიურად 17 ათასზე მეტი მგზავრი მიემართება და მოქალაქეები, რომელთა შორის არიან სტუდენტები, ძირითადად სამარშუტო ტაქსებით მგზავრობენ. ბოლო პერიოდში რუსთავში აქტუალური გახდა საქალაქთაშორისო დაბალფასიანი ტრანსპორტის საკითხი, რომლის ერთ-ერთ ალტერნატივად სარკინიგზო მიმოსვლა განიხილება. ქალაქის მერი მგზავრობისას თანმხლები პირებისგან მოისმენს მოსაზრებებს, რამდენად მისაღებია, მათთვის გადაადგილება მატარებლით.
რუსთავის მერია გამოთქვამს მზაობას, მოახდინოს სტუდენტთა გადაყვანა რუსთავის რკინიგზის სადგურამდე მუნიციპალური ავტობუსებით სოციალური პაკეტით, უფასოდ, რაც მათი მგზავრობის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.