კათოლიკურ ეკლესიასთან აფეთქებებს 27 ადამიანი ემსხვერპლა

კათოლიკურ ეკლესიასთან აფეთქებას 27 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ფილიპინებში მოხდა. ტრაგედია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულ ხოლოზე დატრიალდა.

პირველი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ეკლესიაში წირვა იმართებოდა. მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა კი ეკლესიის სიახლოვეს გაჩერებულ ავტომობილში ამოქმედდა.
​გარდაცვლილთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

აღნიშნულ თავდასხმას წინ უსწრებდა რეფერენდუმი, რომელზეც მუსლიმებით დასახლებული რეგიონის მცხოვრებლებმა ავტონომიის გაფართოებას დაუჭირეს მხარი. თუმცა კუნძულ ხოლოს მკვიდრმა მოსახლეობამ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ მისცა ხმა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.