მარნეულის მოსახლეობა ბოლშევიკი რევოლუციონერის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას აპროტესტებს.
ადგილობრივების თქმით, თავის დროზე ნარიმანოვმა დიდი წვლილი შეიტანა ორი ერის დაახლოებაში და ძეგლის აღება ახლა შეცდომა იქნება.
მოსახლეობისთვის მიუღებელია კულტურის სახლისთვის სახელწოდების შეცვლაც, რომელიც ასევე ნარიმანოვის სახელობისაა.